ბაგრატ ბატონიშვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ ბატონიშვილი – (1776, ქ. თბილისი - 1811, ქ. პეტერბურგი)], ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ძე. 1803 წელს ოჯახით გაასახლეს პეტერბურგში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ავტორია საისტორიო თხზულებებისა: „ახალი მოთხრობა“, „რუსეთ-სპარსეთის ომი“. პირველი წარმოადგენს ბაგრატ ბატონიშვილის ძმის, დავით ბატონიშვილის, თხზულების გაგრძელებას. ავტორი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოსცემს საქართველოს ისტორიის მოვლენებს XVIII საუკუნის შუა ხანებიდან XIX საუკუნის 40-იან წლებამდე. თხზულება ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს რუსეთის მთავრობის მიმართ. მასვე ეკუთვნის სამედიცინო და ეკონიკური ხასიათის შრომები.

ლ. შენგელია

თხზულებები

ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები