ბარათაშვილი ბარამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარათაშვილი ბარამ (დაიბ. 1775 წ) ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე, ზოგჯერ გერმანოზიშვილადაც მოიხსენიება. იყო ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, 1801 წელს გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში. 1805 წლის 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით, 1806 წლის 4 აგვისტოს ისევ ციხეში იმყოფებოდა. 1813 წელს ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილს სპარსეთში. 1814 წელს კი მასვე შატილში გაჰყვა. იყო პოეტი. მის ლექსს „შენდა შეყრამდის ვით გასძლებს გული“ ქართველი მომღერლები ახლაც ასრულებენ სხვა სუფრის სიმღერებთან ერთად. არის ავტორი ლექსებისა: „ჰოი ვარდო, მოდი ნუ ინაზები“, „აფროდიტო ამობრწყინდი“, „ნუ მწვამ, მიჯნურო“, „ჰსცუალებენ ტაროსნი ჟამთა და დართა“, „ეჰა, მთიები მთენია“.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები