ბარაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ბარაკა“ – (ესპ. „la barraka“ – ბალაგანი) ესპანური თეატრი (მოძრავი). შეიქმნა 1931 წ. მონარქიის გაუქმებისთანავე. მისი შექმნის ინიციატორი და პირველი ხელმძღვანელი იყო ფ. გ. ლორკა თეატრი მიზნად ისახავდა ესპანური კულტურის პროპაგანდას ქვეყნის შორ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის. დასი ძირითადად შედგებოდა სტუდენტი-მოყვარულებისაგან, რომლებიც სწავლობდნენ მადრიდის უნივერსიტეტში და სუბსიდირებულები იყვნენ რესპუბლიკური მთავრობის მიერ. „ბარაკას“ რეპერტუარში იყო სერვანტესის ინტერმედიები, ლოპე დე ვეგას და კალდერონის პიესები. მათ მოღვაწეობას ჰქონდა სტუდიურ-ექსპერიმენტული ხასიათი. აქ თავის ძალებს ცდიდნენ „მემარცხენე მიმართულების“ ახალგაზრდა ხელოვანები. ლორკას წასვლის შემდეგ, თეატრისადმი ინტერესი შენელდა. თეატრმა იარსება 1939 წლამდე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები