ბარამბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარამბო

ბარამბო

ოჯახი - Iabiatac– ტუჩოსანთა
გვარი - Melisae L. – ბარამბო
სახეობა - M.officinalis L.

მრავალწლიანი მცენარეა. გავრცელებულია სამხრეთის რაიონებში. აშენებენ ბაღებსა და ბოსტნებში. ყვავილები მოთეთრო ფერისაა, ცალმხრივ, სათქვეფელასებრ თავმოყრილი. ფუტკრის ყურადღებას იქცევს ლიმონის ძლიერი სუნით. ყვავილობს დათესვიდან მეორე წელს, ივლის-აგვისტოში, ღალიანობა 1 ჰა-ზე–133—200 კგ. ფუტკრისათვის ნექტარი ძნელად მისაწვდომია. ბარამბო იძლევა დამატებით ღალას. ერთ ადგილზე იზრდება 5 წლამდე.

ტყის, მეზოფილური სახეობაა; იზრდება ტყის პირებზე, ტყის ფანჯრებში, ნაკაფებში, ბუჩქნარებში და რუდერალურ ადგილებში მთის ქვედა სარტყელში.

სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ყლორტების კენწეროები, ფოთლები. შეიცავს: მთრიმლავ ნივთიერებებს, ლორწოს, ორგანულ მჟავებს, ფისებს, ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშია — ციტრალი, ციტრონელალი, პერანოილი, კოფეინს, კაროტინს, ვიტამინ C.

ხასიათდება დიეტური, ტკივილგამაყუჩებელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური, დამამშვიდებელი, ოფლმდენი მოქმედებით.

ბალახის ნაყენს ან ნახარშს იყენებენ დამამშვიდებელ საშუალებად გადაჭარბებული აღგზნებადობის, ისტერიის, იპოქონდრიის, უძილობის, მადისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოქმედების გასაუმჯობესებლად, კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ტკივილგამაყუჩებლად სხვადასხვა ნევრალგიის, გულის არეში, თავისა და კუჭის ტკივილებისას, გულის წუხილის, ისტერიკის, ნევრალგიის დროს; ამცირებს ქოშინს, გახშირებული გულისცემის შეტევებს.

ბარამბოს ეთეროვანი ზეთი გამოიყენება ტახიკარდიის, ქოშინის, გლუვი კუნთების სპაზმის, ნევროზების, პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, პირღებინების, მტკივნეული მენსტრუაციის, ნევროზების, შაკიკის, უძილობის, დროს. გარეგანად კომპრესების სახით იყენებენ სახსრების რევმატიული ტკივილების, დაჟეჟილობებისა და წყლულების სამკურნალოდ.

სიფრთხილე მართებთ არტერიული ჰიპოტონიით დაავადებულებს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები