ბარბაქაძე ცირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცირა ბარბაქაძე

ბარბაქაძე ცირა − (1965), სხვადასხვა დროს იყო: რიტორიკისა და ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სენატის წევრი ილიას უნივერსიტეტში. 1996-1998 წლებში იყო ქართული საენათმეცნიერო გაზეთის – „სიტყუაი” – მთავარი რედაქტორი და გამომცემელი, 1998-2002 წლებში კი – „ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის” სერიის პასუხისმგებელი მდივანი. 2006 წლიდან არის სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი (დღემდე გამოცემულია „სემიოტიკის“ 14 ნომერი). 2010 წლიდან არის სემიოტიკის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი (2015 წელს ჩატარდება სემიოტიკის მე-6 სამეცნიერო კონფერენცია ბათუმში). სემიოტიკის კვლევით ცენტრში დააარსა სერია: „სემიოტიკური თარგმანები“. 2014 წელს გამოსცა ფენტეზის ჟანრის პირველი პოეტური კრებული, რომელშიც ქართველი ავტორები შევიდნენ. არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი: ლექსები (1996), „გამოაღეთ სარკმელი” (2003); „დუმილის ა(მ)ბები” (2008); „უცხოქალაქი” (2011).


* * *
უდაბნოში საგნებმა არ იციან,
რომ დაკარგულები არიან…
უდაბნომ არ იცის, რომ
მის საზღვრებში შესული,
საზღვრებიდან გასულია…
უდაბნოში დაკარგული
არავის ელოდება,
რადგან მან არაფერი იცის
დაკარგვის შესახებ…
აქ ყველა დაკარგულს დაკარგული
აქვს ცნობიერება…
ერთხელ ეს უდაბნო შენც უნდა გაგევლო…

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები