ბარნაველი სარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარა ბარნაველი

ბარნაველი სარა – (დ. 01. 04. 1901, ქ. თელავი – გ. 01. 07. 1984, ქ. თბილისი). ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979).

თბილისის წმ. ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1925 წელს. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1972-1984 წლებში იყო მცირე ხელოვნებათა განყოფილების გამგე. წლების განმავლობაში სწავლობდა ისტორიულ საბუთებსა და წერილობით წყაროებს, მათ შორის – ე.წ. მზითვის წიგნებს, როგორც მატერიალურ კულტურული ამსახველ ძეგლებს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბარნაველის გამოკვლევა ქართული დროშების ისტორიის შესახებ (1951). მან მეცნიერულად შეისწავლა და გამოაქვეყნა ქართული ნივთიერი კულტურის, კერძოდ, მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებული ძველი საბუთები. ბარნაველის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო მცირე პლასტიკა, კერძოდ, გლიპტიკა. მის ნაშრომებში განხილულია საქართველოს გლიპტიკის უნიკალური ძეგლები, მოცემულია მათი მხატვრული ანალიზი და ზოგადად, ხელოვნების ამ დარგის განვითარების საინტერესო სურათი, დაფუძნებული როგორც ქართულ, ისე სხვა ქვეყნების გლიპტიკის განხილვაზე.


თხზულებები

  • ელისაბედ ბატონიშვილის მზითვის წიგნი, საქ. სახელმწ. მუზეუმის „მოამბე“, 1940, ტ. X-b;
  • გასათხოვარი ქალის მზითვები XVIII ს. დასაწყისის საქართველოში, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1941, ტ. XI-b;
  • ორი გემმისთვის, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, 1945, ტ. 6, №7;
  • ატენის ახალი წარწერები, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, 1946, №1-2;
  • ხარაგოულის ჯვრის გემმა, ქართ. ხელოვნ. ისტორიის ინ-ტის II სამეცნ. სესია, 1947;
  • ხეთა თაყვანისცემის ერთ-ერთი ნაშთი საქართველოში, საქ. მეცნ. აკადემიის ისტორიის ინ-ტის II სამეცნ. სესია, თბ., 1948;
  • ქართული დროშები, თბ., 1951;
  • საქართველოს ანტიკური საბეჭ დავების ისტორიიდან, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე, 1957, ტ. 18, №2;
  • გემმა საჩინოდან (ვანი), „ქართული ხელოვნება“, ტ. 5, თბ., 1959;
  • ბეჭდები მუნასიბიანნი, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე, 1963, №3;
  • კამეო სვანეთიდან, „ქართული ხელოვნება“, ტ. 6, თბ., 1963;
  • საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965;
  • განვითარებული შუასაუკუნეების ქართული საბეჭდავების საკითხისათვის, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის „მაცნე“, 1966, №5;
  • დავით ბატონიშვილის საბეჭდავი, „ძეგლის მეგობარი“, 1967, №9;
  • სვანეთის გემმა პორტრეტის გამოსახულებით, „ქართული ხელოვნება“, 1971, ტ. 7;
  • შუა საუკუნეების ქართული რელიეფების ერთი ჯგუფი, ქართული ხელოვნ. ისტორიის ინ-ტის XXV სამეცნ. სესია, 1974;
  • XVIII ს. ქართული ხელოვნების ისტორიიდან, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნე“, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1976, №1;
  • ივ. ჯავახიშვილი და ქართული ხელოვნების ისტორია, „ქართული ხელოვნება“, 1979, ტ. 8, სერია A;
  • მხატვარი დავით ქართველი, ბეჟიაშვილი, ქართულლი ხელოვნ. ისტორიის ინ-ტის XXVI სამეცნ. სესია, 1981;
  • დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა ემბლემიანი საბეჭდავებისთვის, „ქართული ხელოვნება“, 1987, ტ. 9, სერია A;
  • План-проспект к истории глиптики Грузии: IV-VII вв., IX-XIII вв., XVI-XVII вв., к Плану-проспекту Очерков истории искусства народов CCCP, M., 1969; Tpyзинские печати развитого средневековья, 7-ая Всесоюзная конференция византиниство, Tб., 1965.


იხილე აგრეთვე

სარა ბარნაველი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები