ბაღდათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაღდათი

ბაღდათი – ქალაქი დასავლეთ საქართველოში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყალზე, ქუთაისი-აბასთუმნისა და ვანი-ზესტაფონის საავტომობილო გზების კვეთაზე. ერთხანს ატარებდა რუსი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელს. იგი აქ, ამ სოფელში დაიბადა.

ტრადიციული ხალხური გადმოცემის მიხედვით ბაღდათი თურქული სიტყვისაგან გვქონია მიღებული: „თათარს შეეწონა ეგიო და ბაღდათი დაათქვესო“. ხალხშივე შემონახულა ცნობა იმის შესახებ, რომ ბაღდათი ახალი სახელია, წინათ კი მას საკოპაძო რქმევია: „ზედა ბაღდათს… ადრე ბაღდათს კარ უძახოდენ, უძახოდენ საკოპაძოს. მერე საკოპაძოს დაათქვეს ბაღდათი“.

გამოთქმულია ვარაუდი ტოპონიმ ბაღდათის ანთროპონიმული წარმოშობის შესახებ: „…ბალდა, ბაღდა-თი, ბაღდავა, ბაღდავაძე“.

ჩვენი ვარაუდით ტოპონიმი ბაღდათი თურქ. baqdadi-საგან უნდა მომდინარეობდეს. ამ სიტყვას თურქულში ორგვარი მნიშვნელობა აქვს: „ხის კედელი“, „ხის კედლის ცალკეული ფიცარი“ თუ გავიხსენებთ ვახუშტი ბატონიშვილისეულ ცნობას იმის შესახებ, რომ აქ პირველად ოსმალებს აუგიათ ციხე თხმელის ხისაგან და რომ „ამისთას უწოდეს იმერთა თხმელის ციხე და პირველ (ე.ი. იმთავითვე, ძველადვე, ადრიდანვე, გ.ბ.) ეწოდა ადგილსა ამას ბაღდადი“, მაშინ ძნელი არ უნდა იყოს იმაში დარწმუნება, რომ ბაღდათი ამ სოფელს მართლაც თურქული სიტყვის მიხედვით შერქმევია და რომ პირველად ის „ხის გალავნიან ციხეს“ ნიშნავდა.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები