ბგერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბგერა −დრეკადი გარემოს ნაწილაკების რხევითი მოძრაობა, რომელიც ტალღებად ვრცელდება აირისებრ, თხევად და მყარ გარემოში.

ბგერის ფიზიკური ცნება არ შემოიფარგლება ადამიანის სმენადობის შესაბამისი სიხშირის ბგერით. ადამიანი შეიგრძნობს 16-დან 20000 ჰც-მდე სიხშირის ბგერებს. 16 ჰერცზე დაბალ ბგერებს ინფრაბგერა ეწოდება, 20000 ჰერცზე მაღალი სიხშირისას (ბგერას, რომელიც ადამიანის ყურისათვის მისაწვდომი დიაპაზონის მიღმაა) – ულტრაბგერა. როდესაც ბგერა ყურს მიაღწევს, დაფის აპკის რხევას იწვევს და ბგერა გვესმის. ბგერითი ტალღა მყარ სხეულშიც გადის, სითხეშიცა და აირშიც. ის მხოლოდ ვაკუუმში (ცარიელ სივრცეში) ვერ ვრცელდება. ბგერითი ტალღა ჰაერში 330 მ/წმ სიჩქარით ვრცელდება, თუმცა, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად ეს სიდიდეც იცვლება. ბგერა დაახლოებით მილიონჯერ ნელა ვრცელდება, ვიდრე სინათლე. მყარი ზედაპირი ბგერას ირეკლავს. თუ კლდის წინ, გარკვეულ მანძილზე დავდგებით და დავიყვირებთ, რამდენიმე წამში არეკლილი ბგერა მოგვესმება. ეს ექოა. გემებზე წყალქვეშა ექოს იყენებენ იმის გამოსათვლელად, თუ რა მანძილია ფსკერამდე (ან სხვა ობიექტამდე). ამ მოწყობილობას სორანი ეწოდება. ის ბგერით იმპულსებს გზავნის და ზომავს ამ იმპულსების დაბრუნებაზე დახარჯულ დროს. რაც უფრო მალე დაბრუნდება არეკლილი ბგერა, მით მცირეა ამა თუ იმ ობიექტამდე მანძილი. როდესაც რაიმე ირხევა, ეს რხევა ამა თუ იმ სიხშირით მიმდინარეობს. სიხშირე წარმოადგენს ერთ წამში შესრულებულ რხევათა რაოდენობას. ბგერის სიხშირეს ჰერცით (ჰც) ზომავენ. სიმს, რომელიც წამში 1000–ჯერ ირხევა, 1000 ჰც სიხშირე აქვს. რაც უფრო მაღალია ბგერის სიხშირე, მით მაღალია ბგერა და მით უფრო წვრილი ხმა გვესმის ყურში. არსებობს ბგერის სახეები: ანარეკლი, დიფუზიური, მეორე, მკაფიო, მკვეთრი, ჟღრიალა, რიტმული, ყრუ, ძირითადი, წივანა, წკრიალა, წმინდა, წყვეტილი და სხვ.

მუსიკალური ბგერა

ბგერები, რომელსაც გამოსცემენ მუსიკალური საკრავები და მომღერლის ხმა, ხმაურ-წარმომქმნელი ბგერებისაგან განსხვავებით მუსიკალურ ბგერას აქვთ ზუსტი სიმაღლე და გარკვეული მუსიკალური წყობის შემადგენლობაში შედიან. მუსიკალური საკრავის ან ბგერის მიღების ხერხის შესაბამისად მუსიკალური ბგერას აქვს გარკვეული ტემბრი; მუსიკალური ბგერა დადგენილ რიტმულ ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან და გააჩნიათ სიძლიერის სხვადასხვა ხარისხი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები