ბედვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედვა — აჭარაში საზოგადოებრივი თავყრილობის ადგილებში, განსაკუთრებით იქ, სადაც საკულტო ნაგებობა იდგა, ეჭვმიტანილის გამოსატეხად ადრე ბედვა — საჯარო წყევლა იცოდნენ. ბედვა, რომელიც იგივე იყო, რაც წყევლა, პროცესში ფიცის ელემენტებსაც შეიცავდა. ბედვა აჭარაში მკვლელობაში ეჭვმიტანილის გამოსატეხადაც სცოდნიათ. თუ დაზარალებული ნოგროს − ნათესაური ჯგუფის წინაშე დამნაშავის ფიცი ვერ გაჭრიდა, ე. ი. თუ დამნაშავის ფიცი დაზარალებული მხარის ნათესაურ ჯგუფს არ აკმაყოფილებდა, შემდგომ ბედვა იწყებოდა.

აჭარელთა რწმენით, „ნაბედვარი” კაცი ვერ გაიხარებდა. ხინოში ბედვას „ამოყინვას” უწოდებდნენ. ბედვა (ამოყინვა) − დამნაშავის „გადაცემა” სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავყრილობის მოედანზე, პარასკევ დღეს იწყებოდა. მას თემის თავკაცები ხელმძღვანელობდნენ. საჯაროდ გამოაცხადებდნენ: „ვინც მკვლელის ვინაობა იცოდეს და არ გამოაცხადოს, დაწყევლილი იქნესო”. ამის საპასუხოდ უდანაშაულონი ერთხმად იტყოდნენ — „ამინ, გაიგოს ღმერთმაო”. დაფიცების ხერხი ქურდობის აღსაკვეთად და მომპარავის გამოსატეხადაც გამოიყენებოდა. ეთნოგრაფიული მასალებით, „კაცს, რომ დიეკარგებოდა რამე, ბედვას გუცხადებდა”.



ლიტერატურა

  • მგელაძე, 1966; მგელაძე, 1984:46-61;
  • სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს..., 2009:538.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები