ბეთლემის სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეთლემის სახლი – ხევსურული მითოსის მიხედვით, ბეთლემის სახლი ჯვარ-ხატების შესაკრებელია, საიდანაც ისინი ნაწილდება სხვადასხვა თემებში (საყმოებში). გუდანის ჯვრის მკადრე გახუა მეგრელაური რომ ბეთლემის სახლში შესულა, იქ უნახავს უამრავი ჯვარ-ხატი, რომლებიც თურმე ფუტკრებივით ზრიალებდნენ შიგ. უნახავს ოქროს აკვანი, რომელშიც ყრმა წოლილა, მტრედები დაბრუნავდნენ თავზე, ზოგი არწევდა აკვანს, ზოგს კი ხორბლის მარცვლები მოჰქონდა და კვებავდნენ ყრმას. როცა გახუა ბეთლემის სახლიდან გადიოდა, ერთი მფრინავი ჯვარი გამოყოლია თან. ისეთი ყოფილა, რომ ღამით ნათელს აფენდა და გახუას გზას უნათებდა. ხან მტრედად გადაიქცეოდა, ხან ისევ ჯვარის სახეს იღებდა. გახუას თანმხლებმა კაცებმა ჯვარს ოქროქსოვილი ჩააცვეს. ასე შემკული ჯვარი წინ მიუძღვებოდა ხატის მსახურს. გათენებისას გუდანში მივიდნენ, მტრედი წმიდა ბეღელში შევიდა და იქიდან აღარ გამოსულა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ჯვარმა გუდანში აირჩია თავისი საარსო ადგილი.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები