ბელოი ტიმოთე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბელოი ტიმოთე ნიკიტას ძე — (დ. 1805 - გ. წელი უცნობია), ხუროთმოძღვარი და მშენებელი, 1836-1860 წლებში თბილისის საგუბერნიო არქიტექტორი. საგანგებო განათლება არ მიუღია. არქივში დარჩენილია მისი რამდენიმე ათეული პროექტი (ძირითადად, არსებულ შენობათა შეკეთება-რეკონსტრუქციის ან საკუთარი პროექტის ორსართულიანი სახლები). მის პროექტებში საცხოვრებელი სახლი მკაფიოდ გამოხატულ თბილისურ იერს ატარებს (ხის აივნებითა, აივნიანი მეზონინებით, ეზოს მხრიდან დიდი შუშაბანდით). 1850 წელს შეადგინა ე.წ. „ფეთხაინის“ კიბის პროექტი (ახლანდელი კიბე სრულიად არ ემთხვევა ბელოის პროექტს). 50-იან წლებში დააპროექტა თბილისის ბირჟა, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის შენობა. მისი პროექტით აგებულია მარტყოფის მონასტრის ეკლესია, რომელიც 1855 წწლის 22 აგვისტოს აკურთხეს. ეკლესიის ფასაადების შემკობა ცალკეული ქართული მოტივების ეკლექტიკური ნაზავია.

გ. მარსაგიშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები