ბენდა ირჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენდა ირჟი (გეორგ

ბენდა ირჟი (გეორგ) - (ჩეხ.Benda) 30. VI. 1722, სტარე ბენატკი, – 6. XI. 1795, კესტრიცი), ჩეხი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი. სამეფო კარის მევიოლინე ბერლინში, კაპელმაისტერი გოთაში.

მან განავითარა მუსიკალური მელოდრამის ჟანრი. ავტორია ერთმოქმედებიანი ტრაგიკული დუოდრამებისა (მუსიკალური სცენური ნაწარმოები 2 მოქმედი პირისათვის): „არიადნე ნაქსოსზე“, „მედეა“, „პიგმალიონი“ და ზინგშპილების: „სოფლის ბაზრობა“, „ტყისმჭრელი ანუ სამი სურვილი“ (ყველა – მე-18ს. 70-იან წლებში), რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მუსიკალური კომედიის ჟანრის ფორმირებაში. ბენდა წერდა მესებს, სიმფონიებს, კონცერტებს, სონატებს და სხვ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები