ბერიძე ირმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირმა ბერიძე

ბერიძე ირმა − (1972), ფსიქოლოგი, ჟურნალისტი. ავტორი წიგნისა „ვარდის ბაღი“; ავტორი პროექტისა „მომავლის მწერალი“ – ლიტერატურული კონკურსი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის.


* * *
ის ყოველთვის
დიდი მოსდის ხოლმე ცხოვრებას
განიერი კაბასავით,
არ ერგება და უხერხულ ნაოჭებად
დაჰყრია წელზე, ფშუტე ფრთებივით
უფარფატებს სახელოები,
კაბის ბოლოც არ უფრიალებს
როგორც ქარში, როგორც სიზმარში.
ამიტომ უნდა ჩაიკეროს,
ჩავიწროვდეს გათვლების და გაცემების
მიღების და დაბრუნების
ბასრი გვირისტით,
უნდა მოერგოს ცხადს სიზმარი
ოცნება – დილას,
სადაც ტუჩებში აღარ კოცნიან
და მის სახელს არ ახსენებენ.
უნდა მოერგოს სახლის კიბეს –
შეშინებულ გამოპარებას,
ჭუჭყიან ლიფტს,
ერთმანეთის ჩამობანვას გაყრისთანავე,
ღამეებსაც უნდა მოერგოს –
საკუთარი სინოტივის შეშრობას და
თითების ჩუმ ხმას…
რომ გადარჩეს სიყვარული
რომ იცოცხლოს,
მარტო იყოს, თავის თავთან,
თავისთავში, თავის ცაზე!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები