ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა − ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა დაარსდა 1661 წელს. 1701 წელს ფრიდრიხ I-მა მას უწოდა ბერლინის სამეფო ბიბლიოთეკა. 1918 წლიდან უწოდებდნენ პრუსიის სახელმწიფო ბიბლიოთეკას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს, პრუსიის სახელმწიფო ბიბლიოთეკისგან წარმოქმნა ორი დაწესებულება: გერმანიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა აღმოსავლეთ ბერლინში და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ბიბლიოთეკა დასავლეთ ბერლინში. 1992 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ ორ შენობაში განთავსებული საბიბლიოთეკო კოლექიცები გადაეცა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდს, რომელსაც ეწოდა ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა-პრუსიის კულტურული მემკვიდრეობა.

ბერლინის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულია ნუსხები გერმანულ ენაზე, ასევე, შუა საუკუნეების 41 600 აღმოსავლური და 18 000 ევროპული ხელნაწერი, მათ შორის 8 ქართული.



იხილე აგრეთვე

ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები