ბეტონის კომპლექსური დანამატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის კომპლექსური დანამატიბეტონის დანამატი, რომელიც გამოიყენება მრავალფუნქციური მოქმედების ეფექტის მისაღებად. მასში ჩართულია რამდენიმე კომპონენტი (მაგ., დანამატი, რომელიც ერთდროულად ათხევადებს ბეტონის ნარევს და აჩქარებს ბეტონის გამაგრებას). შექმნილია ბეტონის კომპლექსური დანამატის მრავალი სახეობა, რომელიც ბეტონის ტექნოლოგიისა და თვისებების მართვის საშუალებას იძლევა. პირობითად, ასეთი დანამატის ოთხი ჯგუფი არსებობს:

I – ზედაპირულ-აქტიური ნივთიერების ნარევი;
II – ზედაპირულ-აქტიური ნივთიე-რებისა და ელექტროლიტის ნარევი;
III – სუპერ-პლასტიფიკატორის საფუძველზე მიღებული კომპლექსური დანამატი;
IV – რთული, მრავალკომპონენტიანი კომპლექსური დანამატი.

კომპლექსური დანამატი გამოდის მზა პროდუქტის სახით, ან მზადდება უშუალოდ ბეტონ-სარევ კვანძში ცალკეული კომპონენტებისაგან, რაც მოითხოვს დამატებით მოწყობილობასა და ხარჯს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები