ბეტონის კოროზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეტონის კოროზია

ბეტონის კოროზიაბეტონის სტრუქტურის დაშლა (გამყიფება) გარემოს ზემოქმედებით. ის შეიძლება იყოს სამი სახის:

  1. ცემენტის ქვის შემადგენელი ნაწილების გახსნა – ბეტონის კოროზიული დაშლის ყველაზე გავცელებული სახე. ბეტონის ნაკეთობას მუშაობა უმეტესად უხდება ღია ცის ქვეშ და განიცდის ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებას. ბეტონის შემადგენლობაში შედის კალციუმის ჟანგის ჰიდრატი Са(ОН)2ჩამქრალი კირი, წყალში ადვილადხსნადი კომპონენტი, რომელიც დროთა განმავლობაში იხსნება, გამოდის კონსტრუქციის გარეთ და არღვევს ბეტონის სტრუქტურას;
  2. ბეტონის კოროზია ცემენტის ქვის ურთიერთქმედებით ატმოსფერულ წყალში შემავალ მჟავებთან. მჟავების ზემოქმედებით ბეტონის კოროზია მიმდინარეობს მოცულობის გაზრდით ან ადვილადხსნადი კირის ნაერთების გამორეცხვით. მოცულობის ზრდა ხდება რეაქციით: Ca(OH)2 + CO2 = CaCO3 + H2O. CaCO3. არ იხსნება წყალში. თანდათანობით ხდება მისი დაგროვება ცემენტის ქვის ფორებში, რის ხარჯზეც იზრდება ბეტონის მოცულობა, რაც იწვევს დასკდომასა და რღვევას. ბეტონის კონტაქტით მჟავების წყლის ხსნარებთან ჩნდება ადვილადხსნადი კალციუმის ბიკარბონატი, რომელიც აგრესიულია ბეტონის მიმართ. წყლის არსებობის შემთხვევაში ის იხსნება მასში და თანდათანობით გამოირეცხება ბეტონის ქვის სტრუქტურიდან. ეს პროცესი აღიწერება რეაქციით: CaCO3 + CO2 + H2O = Ca(HCO3)2. ამის პარალელურად მიმდინარეობს ბეტონის ქიმიური კოროზია: Ca(OH)2 + 2HCl = CaCl2 + 2H2O, რომლის შედეგად გამოირეცხება კალციუმის ქლორის მარილი. თუ ბეტონის დაშლა მიმდინარეობს წყლის სულფატების გავლენით, მაშინ ბეტონის დასამზადებლად გამოიყენება პუცოლანური ან სულფატმედეგი პორტლანდცემენტი. მიკროორგანიზმების ზემოქმედებით შესაძლებელია ბეტონში ბიოკოროზიის განვითარება. სოკოებს, ბაქტერიებსა და წყალმცენარეებს უნარი აქვთ შეაღწიონ ბეტონის ფორებში და იქ განვითარდნენ, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ბეტონის ქვის დაშლას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები