ბეტონის მაკროსტრუქტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაფბეტონის მაკროსტრუქტურა

ბეტონის მაკროსტრუქტურაბეტონის სტრუქტურული აგებულება, რომელიც ჩანს შეუიარაღებელი თვალით ან გამადიდებელი ლუპით. ბეტონის აგებულება არაერთგვაროვანია. სქემატურად ბეტონი წარმოადგენს ცემენტის ქვის სივრცულ მესერს – მატრიცას, რომელშიც ჩართულია შემვსების მარცვლები – მსხვილი და წვრილი; ბუნებრივი (ღორღი, ხრეში, კვარცის ქვიშა, პემზა, პერლიტი, ვულკანური წიდები) და ხელოვნური (წიდა, კერამზიტი); მკვრივი და ფოროვანი. საკუთრივ ცემენტის ქვაც არაერთგვაროვანი აგებულებისაა და შედგება შენაზარდის, გელისა და ჰაერითა და წყლით შევსებული, დიდი რაოდენობის ფორებისა და კაპილარებისგან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები