ბეტონის ორგანულ-მინერალური დანამატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის ორგანულ-მინერალური დანამატიბეტონის დანამატი, რომელიც მიიღება იმ ორგანული და მინერალური კომპონენტების ერთ სისტემაში გაერთიანებით, რომლებსაც აქვს კონკრეტული მადეფიცირებელი ეფექტი. წვრილდისპერსიული მინერალური დანამატი ამაღლებს პლასტიფიკატორის მოქმედების უნარს, ხელს უწყობს მინერალური შემვსების დადებით ზემოქმედებას ბეტონის ნარევსა და ბეტონის სტრუქტურაზე. არსებობს ბეტონის სტრუქტურისა და თვისების კომპლექსური ორგანულ-მინერალური მრავალფუნქციური მოდიფიკატორი, რომელშიც შედის სუპერპლასტიფიკატორი, მიკროკაჟმიწა და ფხვნილისებრი პროდუქტი ნაყარი სიმკვრივით 750-800 კგ/მ3, რომლის გრანულების ზომა 100 მკმ-ია. გამაგრების რეგულატორად მასში გამოყენებულია ფოსფორორგანული კომპლექსონი. ამ დანამატის გამოყენებისას ბეტონის ნარევის შენახვის ხანგრძლივობა იზრდება და საშუალება გვეძლევა მივიღოთ 100 მპა და მეტი სიმტკიცის ბეტონი, დაბალი წყალგამტარობით და მაღალი ხანმედეგობით. ეს დანამატი გამოდის, როგორც წესი, ფხვნილის სახით, რაც აიოლებს მის შეყვანას ბეტონის ნარევში. გასათვალისწებელია ის, რომ ბეტონის ტექნოლოგიაში დანამატის გამოყენება მოითხოვს დამატებით ხარჯს. უნდა გაკეთდეს დანამატის საწყობი, სატრანსპორტო მაგისტრალი, დანამატის მოსამზადებელი კვანძი, დამატებითი დოზატორი. ზოგი დანამატი საკმაოდ ძვირია და დეფიციტური. ამიტომ, დანამატი, პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ იქ, სადაც მოგვცემს ყველაზე მეტ ტექნიკურ-ეკონომიკურ ეფექტს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები