ბეტონის საანგარიშო წინაღობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის საანგარიშო წინაღობა – საანგარიშო წინაღობა მიიღება ბეტონის ნორმატიული წინაღობისაგან პირველი (Rb, Rbt) და მეორე (Rb,ser, Rbt,ser) ჯგუფის ზღვრული მდგომარეობებისთვის ნორმატიული წინაღობების გაყოფით ბეტონის შესაბამის საიმედოობის კოეფიციენტებზე γbi – კუმშვის და γbt – გაჭიმვის შემთხვევაში, რომლებიც ბეტონის სახეობებზე დამოკიდებულებით აიღება სამშენებლო ნორმების მიხედვით. ბეტონის საანგარიშო წინაღობები Rb, Rbt, Rb,ser, Rbt,ser (დამრგვალებული) ბეტონის კლასისაგან დამოკიდებულებით სიმტკიცის მიხედვით კუმშვაზე და ღერძულ გაჭიმვაზე მოყვანილია ნორმატიულ ლიტერატურაში. ბეტონის საანგარიშო წინაღობა Rb და Rb პირველი ჯგუფის ზღვრული მდგომარეობებისათვის მცირდება (ან იზრდება) ბეტონის მუშაობის პირობების γbi კოეფიციენტებზე გამრავლების გზით, რომლებიც ითვალისწინებს ბეტონის თვისებების თავისებურებებს, ზემოქმედების ხანგრძლივობას, დატვირთვის განმეორების მრავალჯერადობას, კონსტრუქციის მუშაობის პირობებსა და სტადიას, დამზადების ხერხებს, კვეთის ზომებს და ა.შ. ბეტონის საანგარიშო Rb,ser და Rbt,ser წინაღობები მეორე ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშებებში, შეჰყავთ ბეტონის მუშაობის პირობების კოეფიციენტით γbi = 1. მსუბუქი ბეტონის ცალკეული სახეობებისთვის დასაშვებია საანგარიშო წინაღობის სხვა მნიშვნელობების მიღება, თუ ეს შეთანხმებულია დადგენილი წესით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები