ბეტონის შემადგენლობის გაანგარიშება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის შემადგენლობის გაანგარიშებაბეტონის კომპონენტების რაციონალური შერჩევის პროცესი საჭირო თვისებების ბეტონის მისაღებად. ბეტონის შემადგენლობის გაანგარიშება უამრავი მიახლოებითი ხერხი არსებობს, იმიტომ, რომ ბეტონის გაანგარიშების ზუსტი მათემატიკური მეთოდი არ არსებობს ბეტონის მასის რთული სტრუქტურის გამო, ამიტომ,ბეტონის შემადგენლობის გაანგარიშება ხდება ემპირიული – ცდების შედეგად მიღებული ფორმულებით. ბეტონის შედგენილობის გაანგარიშებისათვის საჭიროა ვიცოდეთ: ბეტონის მარკა Rბ(28), ცემენტის მარკა Rც, ბეტონის ნარევის ძვრადობა ან სიხისტე (კონუსის დაჯდომა), შემვსების (ქვიშის, ხრეშის, ღორღის) სიმკვრივე და ნამდვილი სიმკვრივე, ქვიშის მარცვლების სისხოს მოდული და ხრეშის (ღორღის) კენჭების უდიდესი სისხო და ცარიელობა. გაანგარიშების შედეგად უნდა დადგინდეს: წყალცემენტის ფარდობა, წყლის, ცემენტის, ქვიშისა და ხრეშის (ღორღის) ხარჯი. მიღებული შედეგების შემოწმება ხდება საკონტროლო ნიმუშების დამზადებითა და გამოცდით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები