ბეჭედი (საბეჭდავი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეჭედი - ძველი აღმოსავლეთისა და ანტიკური ხანის საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული საბეჭდავი ბეჭდები. მათ შუაში ამოკვეთილი ჰქონდათ წარწერა ან გამოსახულება, რომელიც მფლობელის ხელმოწერას ცვლიდა ან ადასტურებდა.

ბეჭდის თვალს, რომლის ძვირფას ქვაზე ამოკვეთილი იყო წარწერა, ეწოდებოდა კამეა.

საქართველოს სინამდვილეში ლითონის ბეჭდები ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი. ანტიკურსა და ფეოდალურ ხანაში ბეჭედი მეფე-მთავართა ერთ-ერთ ინსიგნიასაც წარმოადგენდა, რომელზედაც ამოკვეთილ-ამოკაწრული იყო ჰერალდიკური ნიშნები და ინიციალები. ასეთ ბეჭდებს დოკუმენტების დასამტკიცებლადაც იყენებდნენ.


Logo1.JPG ბეჭედი მრავალმნიშვნელოვანი

ლიტერატურა

თ. სოსელია, ი. სურგულაძე, ბეჭედი და საბეჭდავები, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები