ბზიფის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბზიფის ეკლესია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბზიფის ტაძარი.
სამხრეთი ფასადი
ბზიფის ტაძარი.
ინტერიერი

ბზიფის ტაძარი - ბზიფის ციხის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი, „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა, სამი შვერილი აფსიდით და თარიღდება IX საუკუნის II ნახევრით. მისი კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით, კარ-სარკმლები თავსართებითაა შემკული. ტაძრის აღმოსავლეთით ჩანს კიდევ ერთი, უფრო ძველი ტაძრის ნაშთები. ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. ციხის ზედა ნაწილში მდებარეობდა ტაძარი, ქვედა ნაწილის ეზოში გადიოდა ძველი გზა. ციხე კეტავდა ბზიფის ხეობას და გადასასვლელს მდინარეზე. ციხის გალავანს, რომელიც აგებულია კარგად დამუშავებული კირქვის კვადრებით, დატანებული აქვს ოთხკუთხა და ნახევრად წრიული კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე.

სარჩევი

ადგილმდებარეობა

საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სოფელი ბზიფი.

კომპლექსში შემავალი ნაგებობები

გალავნით შემოზღუდული ციხე და ტაძარი.

ბზიფის ტაძარი.
აღმოსავლეთის ფასადის სარკმლები
ამჟამინელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ეკლესიაც და ციხეც, მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია. ეკლესია თითქმის ნანგრევებადაა ქცეული და სასწრაფოდ საჭიროებს კონსერვაციას.

ბზიფის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი


ბიბლიოგრაფია
  1. ბზიფი //საქართველო:ენციკლოპედია.I.-თბ.,1990.-გვ.442 ციხესიმაგრის, ტაძრისა(VIII-X სს.)და სხვა ნაგებობების მოკლე აღწერილობა.
  2. ბზიფი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.II.-თბ.,1977.-გვ.353. ცნობები სოფ.ბზიფში მდებარე IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრულ კომპლექსზე.
  3. ბზიფის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.ტ.I.-თბ.,2007.-გვ. 40-41. სოფ. ბზიფში შემორჩენილი IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსის (ციხე, „ჩაწერილი ჯვრის „ ტიპის ტაძარი) მოკლე აღწერილობა. დართული აქვს ძეგლის ნანგრევების ფოტო. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  4. აფხაზეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრება //ხვისტანი რ. მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.-თბ.,2009.-გვ.52-53. ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე. მოკლე წნობა „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ბზიფის ტაძრის შესახებ.
  5. ზუხბაია ვ. დავიცვათ არქიტექწტურული ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1965.-N4.-გვ.53-55. ბზიფის ეკლესიის დაცვის თაობაზე.


იხილე აგრეთვე

ბზიფის ეკლესია

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები