ბიბლიური მცენარეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bibliuri mcenareebi1.jpg

ძველი აღთქმის ეპოქიდან დაწყებული, მცენარეთა სახელები თაობიდან თაობამდე ზეპირი სახით გადაეცემოდა შთამომავლობას, წმინდა ბიბლიის წყალობით კი მცენარეთა ყველაზე მეტად გავრცელებული სახელები უცვლელი სახით თავდაპირველი ებრაული სახელწოდებებით კულტურულ მემკვიდრეობად მიიღო კაცობრიობამ.

არაებრაელ ხალხებში განვითარების ამ რთულ ისტორიულ პროცესს მარტივად არ ჩაუვლია. ბიბლიის მთარგმნელები ცდილობდნენ ებრაული ორიგინალისათვის მშობლიურ ენაზე ზუსტი შესატყვისი სახელწოდებების მისადაგებას, მაგრამ რიგ შემთხვევაში უნებლიედ უშვებდნენ შეცდომებსაც როდესაც ებრაულ ტექსტებთან ვადარებთ სხვადასხვა ენაზე გამოცემულ ბიბლიის ტექტებს, ვხვდებით ფაქტებს” როცა ერთი და იგივე მცენარე ებრაულიდან სხვადასვა ენაზე თარგმნილია არა მისი შესატყვისით, არამედ სხვა მცენარის სახელწოდებით, ვთქვათ იალღუნი — ნეკერჩხლის, ჭადარის ან ვერხვის სახელწოდებით. ამგვარი ვითარება სუფევს თითქმის ყველა თარგმანში, იქნება ეს ინგლისური, გერმანული თუ რუსული. იგივე ბედი დაჰყვა ბიბლიის ქართულ თარგმანსაც. ღვთის შეწევნით ჩვენ მევეცადეთ წინამდებარე გამოცემაში ქართული მასალის მაგალითზე გვეჩვენებინა ბიბლიის უცხოურ ენებზე შესრულებულ თარგმანებში არსებული ვითარებაც.


ბიბლიური მცენარეები / არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი); დიზაინერები: თამარ გედევანიშვილი, ელენე წითლანაძე. თბილისი, 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები