ბობოხიძე აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძე – დაიბადა 1964 წლის 14 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ გორდში. — პოლიტიკოსი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი (1986).

სამუშაო გამოცდილება

  • ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი (1986-1988)
  • ხონის საღამოს სკოლა, მასწავლებელი (1986-1987)
  • ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი (1988-1990)
  • საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი (1992)
  • საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული (1998-2001)
  • სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში (2005)
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარე (2006)
  • სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთში (2006-2008)

პარლამენტის წევრი

  • პირველი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1992): მაჟორიტარი, ხონის საარჩევნო ოლქი;
  • მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, ბლოკი „11 ოქტომბერი“, გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია.
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (2001-2004): მაჟორიტარი, №55 ხონის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი.
  • მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2005): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები.
  • მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი, ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“ თავმჯდომარე.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები