ბოლქვაძე მალაქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალაქია ბოლქვაძე

ბოლქვაძე მალაქია – (XIX ს მე-2 ნახ.), ქართული პრესის მოღვაწე. განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. მონაწილეობდა ქუთაისის დასის მუშაობაში. მას ეკუთვნის პუბლიცისტური წერილები და კორესპონდენციები, აგრეთვე, ცნობები, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო საბჭოში მონაწილეობისა და გამოსვლების შესახებ.


რა მემღერება
რა მემღერება, როს ტანჯვის ბუდე
სავსე კაეშნით გულზე მედება,
როს კიდობანში, მშფოთვარე სულით
დამძიმებული ვაებით კვდება.
რა მემღერება, როს გარეშემო
უკუნი ბნელი შემომხვევია,
როს წმინდა წყალი, ჩემი საგემო,
მტერ-მეზობელსა დაულევია.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები