ბრეგაძე ზვიად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზვიად ბრეგაძე

ბრეგაძე ზვიად – (1981), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის 103-ე საშუალო სკოლა, 2003 წელს კი – თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არის ლიტერატორი. 2006 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კათედრაზე. მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „ნობათი”, „ცისკარი”, „ქართული კულტურა”. არის ავტორი ერთი პოეტური კრებულისა – „სულის ნაკრძალი“.


* * *
სოფლად სირცხვილით იწვის მაყვალი,
რადგანაც ცეცხლი დავკარგეთ უფლის
და მიგდებული პაპის საფლავი
ნაძვზე ქანაობს, ვით შავი ყულფი.
სული ასფალტზე იხრუკავს ფეხებს,
სულს ენატრება ნამი ბალახის,
ზეცის მიწვდომას ვეღარ ახერხებს,
ლოცვა იესოს, ბუდდას, ალლაჰის.
დაბეტონებულ ფილტვებს იოსებს
სული, რომელიც ზეცას მისტირის,
მოჭრილი ფრთებით ვერ ჭრის გისოსებს,
ჰაერში ვერ წევს სხეულს ქვიტკირის.
დღეს ცათამბჯენებს უღიმით ბედი
და ლიფტი ვეღარ იტევს მომლოცველს,
ხოლო ტაძარი – დაჭრილი მტრედი –
ქალაქის მტვერში ღაფავს სიცოცხლეს.
და მგლურად ვიკვნეტ მარჯვენს მაჯაში
არა ვარ ღირსი რადგან პირჯვარის,
ფეკალიების თვალღია ჭაში
ამაოდ ვეძებ საფლავს წინაპრის.
არვინ დაგვიდგავს, არმაზს, ბილინგვას,
არვინ შეგვიქებს ტრფობას დალოშნილს,
ხოლო თბილისში ქურთი მენაგვე,
ღიღინით მოგვის ფრესკებს ჩამოშლილს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები