ბულინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბულინგი - ბულინგი (შარიანობა)ბავშვისთვის ერთ-ერთი სტრესული მოვლენაა სკოლაში. გუდმენი და სკოტი (Goodman and Scott, 2005, გვ. 243) ბულინგს განმარტავენ, როგორც განმეორებად და მიზანმიმართულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბავშვსა ან მოზარდზე, უპირატესად სკოლაში, მისთვის ტკივილის მიყენების მიზნით, ადეკვატური პროვოცირების გარეშე და იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია, რომ საპასუხოდ ეფექტური მოგერიება არ არის მოსალოდნელი. კვლევებით ნაჩვენებია, რომ ბავშვების 2-8% კვირაში ერთხელ ან ორჯერ განიცდის ბულინგს სკოლაში (Goodman and Scott, 2005). მათ შორის გამოყოფენ ორ ჯგუფს: (1) პასიურ ჯგუფს, რომელიც შეტევისას თავს გრძნობს დაუცველად, განიცდის შფოთვას და ცდილობს გაეცალოს იმ ადგილს და (2) პროვოკაციულ ჯგუფს, რომელიც თავად აგრესიულია.

ბულინგი უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ბიჭები ძირითადად ფიზიკურ აგრესიას ავლენენ, ხოლო გოგონები გარიყავენ მსხვერპლს. ბულინგს დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური შედეგები აქვს. მისი მოგვიანებითი ეფექტი არაა შესწავლილი.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები