ბულისკერია მანონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანონ ბულისკერია

ბულისკერია მანონ − (1972), პოეტი, მხატვარი. დაიბადა აფხაზეთში (გალის რაიონი, წარჩე). 1996 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ჟურნალში „რიწა“, ხოლო 2005 წლიდან 2010 წლამდე – ამავე ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 2010 წლიდან ის აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეა, 2017 წლის აპრილიდან – ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე. ლიტერატურულ პრესაში სისტემატურად იბეჭდება 1994 წლიდან. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული; 2013 წელს, წიგნისთვის „ნედლი ნამხრევი“, მიენიჭა გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. ასევე, არის ორი პერსონალური გამოფენის ავტორი. ამჟამად მუშაობს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე.


* * *
ხედავ? − ცხოვრება დავამსგავსეთ
განსაცდელს! ხმაში სიფიცხე ჩადგა
და მზერაში ეჭვი ჩაშენდა! −
მეტყვი და ხელებს, როგორც აფრებს,
საშველად გაშლი,
რომ უმეგზურო ამ ცხოვრებას,
ჯერაც არშემდგარს!
მლაშე ცრემლები
აირეკლავს ნაბილიკარებს,
სადაც არასდროს შევდგებით
და მაინც ჩრდილებად
გავკრთებით... და ვინც არ დავეცით,
სუნთქვა ვიკმარეთ,
ვისაც საკუთარ თავზე უფრო
გვემორჩილება ამ მიწის ბრუნვა,
ერთი მზე და მთელი სამყარო,
ვეპატრონებით გაშლილ ხრიოკს,
რადგან ვიცით, რომ
ხე საოცარი ტკივილია, როცა არ ხარობს...
მას შეუძლია სიკვდილზე და სუსხზე იფიქროს...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები