ბუნებათსარგებლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნებათსარგებლობა – საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის გონივრული წარმართვა, რომელიც მიმართულია გარემოს მატერიალური სიმდიდრის მიღების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური ათვისებისა და სარგებლობისაკენ.

ბუნებათსარგებლობა რაციონალურია რომლის დროსაც:
ა. მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მთლიანი ათვისება განაპირობებს მათი მოხმარებადი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანას;
ბ. უზრუნველყოფილია განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენა;
გ.მიღწეულია წარმოების ნარჩენების მთლიანი და მრავალჯერადი გამოყენება.

რაციონალური ბუნებათსარგებლობის სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოს გაბინძურებას.

ბუნებათსარგებლობა არარაციონალურია, რომლის დროს:
ა. უმეტესად ადვილად ხელმისაწვდომი ბუნებრივი რესურსების დიდი რაოდენობით ათვისებას, მათი სწრაფი გამოლევა და დაუძლურება მოსდევს;
ბ. ადგილი აქვს დიდი რაოდენობის ნარჩენების გამოყოფას;
გ. ბუნებრივი გარემო ძლიერ ბინძურდება.


წყარო

გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები