ბუქურაული ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე ბუქურაული – (1869-1943), საზოგადო მოღვაწე თუშური ფოლკლორის შემკრები და პოპულარიზატორი. ტექსტებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბეში“, „აკაკის კრებულში“, „ძველ საქართველოში“. „თუშური ლექსები” შემკრებმა ჯერ 1895-1902 წწ. „ივერიაში, ხოლო შემდეგ, კომენტარებითა და ლექსიკონით „ძვ. საქართველოს“ II ტომში გამოაქვეყნა. ბუქურაულის ისტორიული ხასიათის ნარკვევებიდან აღსანიშნავია „თუშების გადმოცემები მეფე ერეკლეზე“ („ივერია“), „ლამარის ჯვარი და თამარ დედოფალი“ („მოამბეს). მდიდარი ფოლკლორული ჩანაწერები ინახება ბუქურაულის პირად არქივში. ბუქურაული ეთნოგრაფიულ ნაშრომებსაც აქვეყნებდა. ხალხურ გადმოცემებზეა დამყარებული მისი მოთხრობები „ზურაბის კოშკი“, „მუცალხანი“ და სხვ. ბუქურაული უმთავრესად თუშურ ზეპირსიტყვიერებასა და თუშების ეთნოგრაფიულ მასალას ჰკრებდა.

ფ. ზანდუკელი


ლიტერატურა

  • ძვ. საქ-ო, ტ. 11; სახალხო განათლების ქართველი მოღეაწეები და სახალხო მასწავლებლები,ტ. 1, 1953;
  • მიხ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები