ბჰანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბჰანა – პიესის სახეობა ინდურ კლასიკურ დრამატურგიაში. საწყისს იღებს ხალხური პანტომიმიდან. ბჰანა ერთმოქმედებიანი ფარსია, რომელიც, ჩვეულებრივ, ასახავს მოვლენებს შუა საუკუნეების ქალაქების ცხოვრებიდან. ხშირად შეიცავს სოციალური სატირის ელემენტებსაც. ბჰანაში მონაწილეობს ერთი მსახიობი, რომელიც ასრულებს „ვიტის“ როლს; იგი მიმართავს წარმოსახვითს მოქმედ პირებს და იმეორებს თითქოსდა მათ მიერ წარმოთქმულ რეპლიკებს.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები