გაბისონია იმედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმედო გაბისონია

გაბისონია იმედო − (1946 – 2012), პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ კურზუში (მარტვილი). სწავლობდა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ქუთაისში, აქტიურად იყო ჩართული ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. შემდეგ მოღვაწეობა მარტვილში განაგრძო. მისი ლექსები იბეჭდებოდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაზეთების „ჭყონდიდისა“ და „მარტვილის“ რედაქციებთან. ავტორია პოეტური კრებულებისა :„თენდება ისევ“ (1979 ), „ვყიდი სიცოცხლეს“ (2002) და სხვ. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა სრული კრებული „ლექსები“ (2013) და „პუბლიცისტური წერილები“ (2014).


* * *
ისევ ღამდება, თენდება ისევ,
ეს ორი ფერი არის მარადი.
მახსოვს, ოდესღაც მეზობლის გოგოს
მზისა და მთვარის ფერით ვხატავდი
და იყო რაღაც, სურვილზე მეტი,
იმის სახელი არ ვიცი კარგად.
ადგა და ჩუმად გათხოვდა მერე,
ნეტავ, რად ვყვები ახლა ამ ამბავს....

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები