გაბური ლელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლელა გაბური

გაბური ლელა − (1967), მეცნიერი, მწერალი, პოეტი. ნამდვილი სახელი - მარინე. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. გამოცემული აქვს 4 პოეტური კრებული: „ყამარის ლექსი” (1998), „ნუ დაღონდი, ბუბაილო” (2013), „სამანი” (2014) და „აი, იმ გზამდი...” (2017). 2006-10 წლებში გამოცემულ წიგნებში „ძველი აღთქმა და ხევსურთა წეს-რწმუნებანი”, „რა არის სწორფრობა?!” და „ხევსურეთი ახალი აღთქმის შუქზე” ხევსურთა რელიგიური შეხედულებები და ადათ-წესები ბიბლიის შუქზეა შესწავლილი. მის ლექსებზე შექმნილია არაერთი ფოლკლორული სიმღერა.


* * *
არ დაიჯერო, თითქოს მაკლიხარ
არ დაიჯერო, თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით,
შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე...
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს
რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით
შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს...
როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად
და გულზე დარდებს იკრავს ღილივით
სასაცილოა...რად ვერ შენიშნეს
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი?!
უკვირთ, აღმართზე მყარად რომ მივალ,
მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,
სასაცილოა...როდესაც ვტირი
ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ.
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო
და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
ლექსებად მაინც გადავაქციო...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები