გადახურვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადახურვაშენობის ერთ-ერთი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც მას სართულებად ყოფს და დატვირთვებს კაპიტალურ კედლებს ან სვეტებს გადასცემს. დანიშნულების მიხედვით არსებობს სართულშუა, სარდაფის და სხვენის გადახურვა; კონსტრუქციების მიხედვით: ხშირწიბოვანი, ანაკრები (მსხვილპანელოვანი, პანელური, კოჭოვანი), მონოლითური რკინაბეტონის, ასაწყობ-მონოლითური, კესონური, კარვისებრი, აგურის თაღოვანი, გარსული და სხვ. ყველა ტიპის გადახურვა (რკინაბეტონის, ლითონის, ხის, მინის, პლასტმასის) უნდა აკმაყოფილებდეს სიმტკიცის, ცეცხლმედეგობის, ხანგამძლეობის, ბგერა-, ჰიდრო- და თბოიზოლაციის ნორმატიულ მოთხოვნებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები