გათუმდუგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გათუმდუგი(შუმერ.) ქალაქის, ლაგაშის უძველესი ქალღმერთი, რომელიც განასახიერებს მის ერთიანობას, რამდენადაც ქალაქის მკვიდრნი მის შვილებად ითვლებიან, ამიტომაც მისი ეპითეტია „დედა მრავალთა შვილთა“. გათუმდუგის ვითარცა ლაგაშის „მშობელს“, ქალაქის მთავარი თავის დედად (და მამადაც კი) თვლის: „დედა არა მყავს, მამა ხარ ჩემი! ჩემი ჩანასახი მუცლად მიგიღია, წმინდა ბაგინში გიშობივარ“. ამავე დროს ლაგაშის მთავარი თავის თავს გათუმდუგის მოყმედ თვლის. ლაგაშის ქალღმერთი თავისი ქალაქის დამფუძნელბლად იხსენიება („დედოფალო, დედავ, ლაგაშის ფუძევ!“).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები