განათება (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განათება – სცენოგრაფიის უძლიერესი გამომსახველი საშუალება, ზოგჯერ ერთადერთიც კი. მე-20 ს. დასაწყისში ა. აპია წერდა: „განათებას ახასიათებს თითქმის საოცარი მოქნილობა. მას აქვს ყველა დონის სიკაშკაშე, ნებისმიერი ფერადი ანაბეჭდი, მრავალფეროვანი პალიტრა, მოძრაობის არაჩვეულებრივი უნარი. სინათლის შემწეობით შეგვიძლია შევქმნათ ჩრდილები, მუსიკის მსგავსი შუქის ჰარმონია. სინათლეს შეუძლია სივრცის უძლიერესი გამოსახვა, თუკი ეს სივრცე ემორჩილება მსახიობს“.

განათება სპექტაკლის ორგანული ნაწილია და რეჟისორული ჩანაფიქრის გამოვლენის უძლიერესი იარაღი. მისი სემიოლოგიური შესაძლებლობანი უსაზღვროა, გამოყოფს ან განმარტავს სცენურ ელემენტებს, ქმნის ატმოსფეროს, სპექტაკლის რიტმს, შიფრავს მიზანსცენას, წაროშობს მეტაფორებს. განათება აერთიანებს დროს და სივრცეს, კომპოზიციურად კრავს სპექტაკლს, გამოკვეთს „თამაშის წესს“. განათება თეატრალური მედიტაციის უმძლავრესი იარაღია.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები