განწყობა (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განწყობა – მსახიობის მთლიანპიროვნული მზადყოფნა მოსალოდნელი სცენური გამღიზიანებლის (მოვლენის) მიმართ, მოქმედება გარკვეული მიმართულებით. სამსახიობო ჩვევისგან (შტამპისგან) განსხვავდება დინამიკურობით, იწვევს არსებულ ვითარებაში ყოფნის შეგრძნებას, ამოქმედებს ფიქრს, გრძნობას, ურთიერთობაში რთავს ფასეულობათა სასისტემას. როლში გარდასახვა შეუძლებელია ასეთი პროცესის გარეშე.

როგორც ფსიქიკური მოვლენა, განწყობა ყველაზე ღრმად შესწავლილ იქნა დ. უზნაძის და მისი მიმდევრების მიერ განწყობა მრავალგვარია: მოტორული (მექანიკური), პერცეპტული (გრძნობადი), გონისმიერი (ცნობიერი), გაუცნობიერებელი (მომდინარე არაცნობიერიდან). სცენური განწყობის შემუშავების უნარი, მხატვრულ აღქმასთან და, სცენურ ჩვევებთან ერთად, განსაზღვრავს, როლზე მუშაობის ეფექტურობას. განწყობა არის ორგანული იმპროვიზაციის ერთადერთი წყარო.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები