გაპრიალება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაპრიალება – ნაკეთობის ზედაპირის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი. გაპრიალების მიზანია მაღალი სისუფთავის (სარკისებრი) ზედაპირის მიღება. იგი ნაკეთობათა დამუშავების საბოლოო ოპერაციაა. ლითონებსა და ზოგიერთ სხვა მკვრივ მასალას აპრიალებენ ტყავის, თექის, ქეჩისა და მისთ. ელასტიური ქარგოლებით, რომლებზეც მიყრილია აბრაზიული ფხვნილი ან წასმულია საპრიალებელი პასტა. ქვას აპრიალებენ სახეხ ჩარხებზე დატენიანებული ქეჩის ქარგოლებით, რომელთა ზედაპირზე ფხვნილის ფენაა შეზელილი. მერქნის გაპრიალება რბილი ტამპონის წრიული მოძრაობით ნამზადის ზედაპირს ფარავენ თხევადი ფენით, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ფისისაგან და გახსნილია აქროლად ორგანულ გამხსნელში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები