გარაყანიძე ედიშერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაყანიძე ედიშერ გიორგის ძე - (5. IX. 1957, თბილისი, – 5. IX. 1998, იქვე), მუსიკისმცოდნე, ფოლკლორისტი, პედაგოგი, შემსრულებელი, ხელოვნებათმცოდნეობის (1997).

დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის თეორიული საკომპოზიციო ფაკულტეტი ხალხური შემოქმედების სპეციალობით (ხელმძღვანელი გ. ჩხიკვაძე). 1987-იდან ამავე კონსერვატორიის პედაგოგი იყო. ფართო პლანის ფოლკლორისტი-მკვლევარი, ფოლკლორისტთა ახალი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი წარმატებით ათავსებდა პედაგოგიურ, სამეცნიერო და საველე-საექსპედიციო მოღვაწეობას.

1991-96 პერიოდულად კითხულობდა ლექციებს ჟენევაში, პარიზში, როტერდამში, ბერლინში, კიოლნში, რეგენსბურგში. 60-მდე ქართული სიმღერა შეასწავლა ინგლისური მუსიკის მოყვარულებს ლონდონში, კარდიფში, კემბრიჯსა და ნორიჯში.

გარაყანიძე სამეცნიერო ნაშრომების ავტორია. დაუცველი დარჩა გამზადებული სადოქტორო დისერტაცია, მიძღვნილი ქართული ხალხური სიმღერის შესრულების საკითხებისადმი. დააარსა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „მთიები“, რომელთან ერთად ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც მომღერალი. სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა თავისივე იდეით დაარსებულ ქალთა ფოლკლორულ ვოკალურ ანსამბლ „მზეთამზესთან“. სათავეში ედგა საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ სტუდიას „ამერ-იმერი“. აქტიურად მოღვაწეობდა საქართველოს მუსიკის საზოგადოებისა და კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორის სექციისა და საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდში. (დ. მესხი)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები