გასტროლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გასტროლი – (გერმ. gastrolle, gast – სტუმარი და rolle – როლი), თეატრალური ტერმინი. მსახიობის ან მსახიობთა დასის გამოსვლა მუდმივი სამოღვაწეო ადგილიდან მოშორებით, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში. XVII საუკუნიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ფართოდ გავრცელდა ინდივიდუალური გასტროლები, უმეტესად დასის წამყვანი მსახიობებისა, რომლებიც სხვა ქალაქების ან ქვეყნების თეატრალურ წარმოდგენებში თავიანთ საუკეთესო როლებს ასრულებდნენ.

მე-19 საუკუნის დამლევს და მე-20 საუკუნეში განვითარდა გასტროლების უმაღლესი ფორმა სტაციონარული თეატრების გასვლები დასის მთელი შემადგენლობით, მთლიანი დეკორაციული გაფორმების თანხლებით. თეატრის საგასტროლოდ მიწვევა მის აღიარებაზე მეტყველებს.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები