გაუსი კარლ ფრიდრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაუსი კარლ ფრიდრიხ (1777 – 1855), გერმანელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, გეოდეზისტი. მრავალმხრივი იყო მისი შემოქმედება.

Gausi karl fridrix.PNG

გაუსის შრომებისათვის დამახასიათებელია არაჩვეულებრივად ფართო, მრავალმხრივი და ღრმა კავშირი თეორიულ და გამოყენებით მათემატიკას შორის. მისმა შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა რიცხვთა თეორიის, ალგებრის, დიფერენციალური გეომეტრიის, მათემატიკური ფიზიკის და მათემატიკური ანალიზის, ალბათობათა თეორიის, მსოფლიო მიზიდულობის თეორიის, ელექტრობისს და მაგნეტიზმის კლასიკური თეორიის, გეოდეზიის, თეორიული ასტრონომიის ბევრი დარგის განვითარებაზე.

ჯერ კიდევ სტუდენტმა (1801) დაწერა შრომა „არითმეტიკული გამოკვლევები“, სადაც ჩამოაყალიბა რიცხვთა თეორიისა და უმაღლესი ალგებრის საკითხები. ამ ნაშრომმა საუკუნეზე მეტი ხნით განსაზღვრა რიცხვთა თეორიის განვითარება. დაამტკიცა რიცხვთა თეორიის ერთ-ერთი ცენტრალური თეორემა – კვადრატულ ნაშთთა შექცევადობის კანონი. დაამტკიცა ალგებრის ძირითადი თეორემა; იკვლევდა განტოლებებს, რომლებთანაც მივყევართ წრის დაყოფას ტოლ ნაწილებად; გაუსმა იპოვა n-ის ყველა ის მნიშვნელობა, რომელთათვისაც წესიერი n კუთხედის აგება შეიძლება მხოლოდ ფარგლისა და სახაზავის საშუალებით; კერძოდ, x17 - 1 =0 განტოლების ამოხსნით მან შესძლო ფარგლითა და სახაზავით წესიერი 17-კუთხედის აგება. გაუსმა საფუძველი ჩაუყარა ზედაპირთა შინაგან გეომეტრიას (1828) მკაცრად ჩამოაყალიბა კომპლექსურ რიცხვთა თეორია.

შემორჩენილია გაუსის ჩანაწერები არაევკლიდურ გეომეტრიის საკითხებით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები