გეგია ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე გეგია

გეგია ივანე – (1860 – 1941), ფსევდონიმი – ოდიშელი. „ქართული პარტიის“ წევრი, პოეტი და პედაგოგი. დაიბადა სოფელ ოქუმში (გალი); 1880 წელს დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი. დაბა ოჩამჩირეში კერძო სკოლა გახსნა და მასწავლებლობა დაიწყო. ეს იყო პირველი სკოლა ოჩამჩირეში, რომელიც შემდეგში ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა. 1904 წელს, პოლიტიკური არასანდოობის გამო, სამუდამოდ იქნა გადასახლებული რუსეთის შორეულ გუბერნიაში, მაგრამ 1905 წლიდან ბრუნდება საქართველოში და კვლავ ებმება სასკოლო მუშაობაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიწვეულ იქნა გალის ცხრაწლიანი სკოლის აგრონომ-მასწავლებლად. იგი სხვადასხვა გაზეთისა და ჟურნალის მუდმივი კორესპონდენტი იყო, წერდა, როგორც პირდაპირი ხელმოწერით, ისე „ოდიშელის“ ფსევდონიმითაც; მისი ლექსები შეტანილია რამდენიმე კრებულში. 1890 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული „ლექსთა კონა”, 2011 წელს კი - კრებული „გაზაფხულის მოლოდინში”.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები