გეზი (ზმნა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეზიზმნის კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორია ზმნით გამოხატული მოქმედების მიმართება სივრცეში მდებარე სხვა პუნქტებთან.

გეზი ორია ქართულში: მიუმართავი და მიმართული. მიუმართავი ფორმით გამოხატული მოქმედება არ აღნიშნავს მიმართულებას სივრცეში მდებარე რომელიმე პუნქტისაკენ, მიმართული ფორმა კი გვიჩვენებს მოქმედების მიმართულებას. მიუმართავი გეზის ფორმები უზმნისწინოა, მიმართულისა – ზმნისწინიანი. მიმართულება ქართულში რამდენიმე სახისაა:
1. ქვევიდან ზევით: ა) ა- (აღ) – აფრინდა, ბ) ამო – ამოფრინდა;
2. ზევიდან ქვევით: ა) და – დაფრინდა, ბ) ჩა – ფრინდა;
3. შიგნიდან გარეთ: ა) გა – გაფრინდა, ბ) გამო – გამოფრინდა;
4. გარედან შიგნით: ა) შე – შეფრინდა, ბ) შემო – შემოფრინდა;
5. დაბრკოლების გადალახვა: ა) გადა – გადაფრინდა, ბ) გადმო – გადმოფრინდა.

ჩა- ზმნისწინი მიღებულია შედა და- ზმნისწინთა შერწყმით, მაგრამ თანამედროვე ქართულში იგი არ წარმოადგენს მასში შემავალ ზმნისწინთა ფუნქციების ჯამს (არ გამოხატავს ორმაგ მიმართულებას). იგი ზემოდან ქვემოთ, ამასთან, სიღრმეში მიმართული მოქმედების აღმნიშვნელია.

ზმნა, რომელიც ზმნისწინს არ დაირთავს, მოკლებულია გეზის გამოხატვის უნარს. ამასთან, ყველა ზმნისწინიანი ფორმა არ გამოხატავს გეზს, მაგ., გა-და-ხატა, შე-კერა და ა. შ.

მ. მანჯგალაძე

ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953 (1973, 1980);
  • კვაჭაძე ლ. ქართული ენა, ნაწ. I, თბ., 1981.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები