გიგაკუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიგაკუ – მარტივი საცეკვაო პიესებისაგან შემდგარი ერთ-ერთი უძველესი იაპონური თეატრალური სანახაობა, რომელიც იაპონიაში VII საუკუნეში შემოვიდა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან. მისი პირველი წარმოდგენა შედგა 612 წელს. დღემდე ამ სანახაობის მონაწილეთა 200-მდე ნიღაბია შემონახული. მისი აყვავება ხდება VIII საუკუნის დასაწყისში, IX საუკუნის ბოლოდან კი იგი დაჩრდილულ იქნა მუსიკალურ-თეატრალური ხელოვნების სხვა სახეობების მიერ ან შეერწყა მათ. სახეშეცვლილი გიგაკუს ნაწილები შევიდა გუგაკუსა და სანგაკუს წარმოდგენებში.

გიგაკუ შედიოდა ბუდისტური ღვთისმსახურების რიტუალში საკურაში გიგაკუსათვის პროფესიონალ შემსრულებელთა მოსამზადებლად მუსიკისა და ცეკვის სპეციალური სკოლა შეიქმნა.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები