გიდაიუუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიდაიუუ

  1. მომღერალი-მთხრობელი იაპონური მარიონეტების თეატრში; დრამატული რეჩიტატივის შემსრულებელი და იმპროვიზატორი.
  2. თეატრი „ტაკემოტოს” მუსიკალურ-ლიტერატურული ჟანრი; სახელი შეერქვა პოპულარული ავტორისა და მსახიობის ტაკემოტო გიდაიუუს გავლენით.

ტაკემოტო გიდაიუუ (1651-1714) იყო მსახიობი, რომელმაც ისე დახვეწა და სრულყო მთხრობელის საშემსრულებლო ოსტატობა, მუსიკალური საკრავის შამისენის თანხლებით, რომ მთხრობელის ზოგად სახედ იქცა. გიდაიუუს მეტყველება ავსებს და კომენტარს უკეთებს მოქმედებას. ჯოორურის ტექსტში ხძირად ძნელი გასარჩევი იყო მთხრობელის რეჩიტატიული საუბარი „კოტობა“ და პერსონაჟთა რეპლიკები, რაც მე-17 ს. თხრობითი ხასიათის შენარჩუნებით ზუსტ დრამატულ ფორმას იღებს.

კოტობას საფუძვლად უდევს სუნთქვა, ინტონაცია და რიტმი. მას გააჩნია საკუთარი სისტემა ჩოოში, რომელშიც შეიმჩნევა პაუზები და ზოგიერთი მკვლევარი ტონალურობის ნიშნებსაც პოულობს. თუმცა გიდაიუუს რთულ ხელოვნებაში მუსიკალურის და არამუსიკალურის ცნებები საკმაოდ პირობითია. მსგავსი სურათია ნოოს დრამებში, როცა რომელიმე პერსონაჟის ტექსტს თავად გიდაიუუ მთხრობელი გადმოგვცემს და ამასთან წინასწარ განსაზღვრავს სცენური მეტყველების ტიპს.

გიდაიუუ „კაბუკის“ თეატრში თეთრი, სქელი ნიღბისებური გრიმით გამოდის, რომელზეც ტრადიციულად სახის ნაკვთები (ცხვირი, წარბები, ტუჩები) შავი კონტურით იხატება.

გიდაიუუმ ჯოორურის თეატრისაგან აიღო თოჯინების მოძრაობის ელემენტები და კოსტიუმების ჩქარი ცვლა, რაც დროთა განმავლობაში დაკანონდა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები