გიორგი ჯოხტობერიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ჯოხტობერიძე – (XVI ს. I მეოთხედი), ქართველი მხატვარი. მის მიერ მოხატულია სამი ეკლესია ილემის „დედაღმრთისა“, გელათის წმ. ელია და წითელხევის წმ. გიორგი. სამივე ტაძარში დადასტურებულია მომხატველი ოსტატის ვინაობა წარწერით: „ამისა მხ/ა/ტვ/ა/რსა გიორგ/ი/სა ჯოხტობერიძე/ე/ს შეუ/ნ/დოს ღმე/რ/თ/მა/ნ, ამინ“.

სამივე ძეგლში დამახასიათებლად ჩნდება ქართული კედლის მხატვრობის გვიანი ნიმუშებისთვის ნიშნეული ის მხატვრული მოვლენა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ხალხურად მოიხსენიება.

წითელხევის დარბაზის მოხატულობის ნიმუშებით გიორგი ნაკლებდახელოვნებულ, გამოუცდელ ოსტატად ჩანს.

გელათის წმ. ელიას ეკლესიაში მას არა მარტო შეთვისებული აქვს ნიმუშების გამოყენების ზოგადი წესი, არამედ შედარებით ოსტატურადაც წარმოგვიდგენს მოხატულობის მთლიან დეკორს.

ილემის ბაზილიკის მოხატვისას კი ოსტატის საშემსრულებლო დონე უკვე იმდენად მაღალია, რომ მისი ნახელავი ამ ყაიდის ძეგლთა შორის ყველაზე მეტად უახლოვდება პროფესიული მხატვრობის იმჟამინდელ ნიმუშებს. ეს ნიშნავს, რომ ამ სამ ეკლესიაში ასახულია მომხატველი ოსტატის შემოქმედების სამი სხვადასხვა ეტაპი.

ე. გედევანიშვილი



ლიტერატურა

ხუსკივაძე ი., ქართულ ეკლესიათა გვიანი შუა საუკუნეების „ხალხური“ მოხატულობანი, თბ., 2003.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები