გიორგი III (ტაოელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი III – (ტაოელი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. XI ს. 50-60-იან წწ.), მეფე ბაგრატ IV-ის თანამედროვე.

„მატიანე ქართლისაის“ მიხედვით, საპატრიარქო ტახტი დაიკავა კათოლიკოს-პატრიარქ იოანე (ოქროპირი) II-ის შემდეგ: „გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ოქროპირ და დაჯდა გიორგი ტაოელი“. მისი პატრიარქობის დროს, 1057 წ., მეფე ბაგრატ IV-მ შიომღვიმის მონასტერს შესწირა „მანგლისის ხევს ადგილი ბორცუის-ჯუარი, ყოვლითა მზღურითა მისითა...“ და გაათავისუფლა „ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან: სახელმწიფოჲსა, საერისთავოჲსა, სააზნაუროჲსა, საციხისთავოჲსა, საჴევისუფლოისა... და ყოვლისა ღმრთისა დაბადებულისა შესავლისა და გამოსავლისაგან“. მისი ზედწოდება „ტაოელი“, სავარაუდოდ, იქიდან მოდის, რომ კათოლიკოსობამდე მას ტაოში ერთ-ერთი საეპისკოპოსო კათედრა ეჭირა, ან წარმოშობით იყო ტაოდან.

ლიტერატირა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები