გიურზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიურზა
ფოტო გ. დარჩიაშვილი

გიურზა - (Vipera lebetina obtusa) საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლებიდან ყველაზე შხამიანია. ის შედის ოჯახში გველგესლასებრნი (Viperidae). მისი შხამი მსხვერპლის სისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა.

გიურზას სხეულის მაქსიმალური სიგრძე 140-150 სანტიმეტრია. იშვიათად გვხვდებიან უფრო დიდი ეგზემპლარებიც. ფერი ცვალებადობს ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერამდე. წენგოსფერი ან მიყავისფრო ელფერით. ზემოდან უფრო დიდი ზონის ლაქებია, ვიდრე გვერდებზე. ასეთი შეფერილობით ის კარგადაა შეხამებული ბუნებრივ გარემოსთან. გიურზა გაზაფხულზე დებს 15-18 კვერცხს, პატარები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. ამიერკავკასიური გიურზის აქტიურობა იწყება მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ძირითადად იგი ღამის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს.

აქტიურობის დროს გიურზა ნელა დასრიალებს ან უდარაჯებს მსხვერპლს, ხიფათის შემთხვევაში კი ცდილობს, გაეცალოს და პირველივე სამალავში გაუჩინარდეს. შეუძლია, საკმაოდ მაღლა აცოცდეს ხეზე. აგრესიულობას ამჟღავმნებს მხოლოდ შეწყვილების პერიოდში (მაისის პირველი ნახევარი).



წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები