გობისცხვირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გობისცხვირა

გობისცხვირა - (Prunella vulgaris L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფანტულბეწვიანი ან თითქმის შიშველი. ღერო წამოწეულია ან სწორად მდგომი, 8-40 სმ სიმაღლის; ფოთლები კვერცხისებურია ან მოგრძო-კვერცხისებური, კიდემთლიანი ან დაშორიშორებულ-მრგვალკბილა. ყვავილედი თავთავისებურია, კვერცხისებური ან მოგრძო, ჯამი მეწამული ფერისაა, თითქმის მოშავო-იისფრამდე. გვირგვინი იისფერია, ზოგჯერ – თეთრი. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება ტყეებში, ტყისპირა მდელოებზე, ბუჩქნარებსა და ნატყევარ მდელოებზე, მდინარეთა და ტბების ნაპირებზე, ბაღებსა და გზისპირა ადგილებში, ზოგჯერ, როგორც სარეველა, ნათესებში. დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები