გოგირდის საცობი და მისი ამოღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საცობის გამოდევნა წყლის ჭავლით

გოგირდის საცობი და მისი ამოღება — ზოგიერთ შემთხვევაში, გოგირდის სეკრეტი და დესკვამაციური ქსოვილი ყურში საცობებს წარმოქმნის, რასაც ყურის ხშირი წმენდა პროვოცირებს. როგორც წესი, ყურის საცობის ამოღება ხორციელდება ან ამორეცხვით, ე. წ. ჟანეს შპრიცით ან მიკროსკოპის კონტროლის ქვეშ, სპეციალური საწოვით, რომელიც მასას ქაჩავს ყურიდან. ეს ბოლო მეთოდი, რასაკვირველია, უფრო უსაფრთხოა და შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის მიერ. ჩვეულებრივ, ამორეცხვას პარამედიცინის მუშაკები ახორციელებენ.

თუ საცობი მკვრივია, მაშინ მისი დალბობა ხდება წყალბადის ზეჟანგით, გოგირდის დამშლელი ნივთიერებით ან Boracid-ით რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, გოგირდი რბილდება და ადვილი ამოსაღები ხდება.

აღსანიშნავია, რომ ყურის ამორეცხვის მეთოდი სახიფათოა თუ არ ვართ დარწმუნებული დაფის აპკის მთლიანობაში. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, არ დაზოგოთ თქვენი დრო და განახორციელოთ საცობის ამოღება მიკროსკოპის და საწოვის მეშვეობით.

ამით თქვენ და პაციენტიც დაცული იქნებით როგორც ინფექციისგან, ასევე შუა ყურის უცხო სხეულისგან.

ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა სპეციალური კავების გამოყენება, თუმცა ესეც მიკროსკოპით კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები